ჰიონესის კომენტარმა ცხადყო, რომ ტუხელი პსჟ-ში მიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰიონესის კომენტარმა ცხადყო, რომ ტუხელი პსჟ-ში მიდის


ჰიონესის კომენტარმა ცხადყო, რომ ტუხელი პსჟ-ში მიდის

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დაწვრილებით მოყვა თუ როგორ მივიდა "რეკორდმაისტერი" ნიკო კოვაჩის კანდიდატურამდე.

როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერს" ჯერ ჰაინკესის შენარჩუნება სურდა, თუმცა გერმანელმა განმარტა, რომ ის სამწვრთნელო კარიერას ასრულებს.

ჰიონესი ამის შემდეგ თომას ტუხელს მიადგა და ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ უკვე სხვა გუნდთან აქვს შეთანხმება.

"ჰაინკესის შემდეგ თომას ტუხელს დავუკავშირდით, თუმცა თომასმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და კარიერას სხვა გუნდში აგრძელებს. ეს სამწუხარო ინფორმაცია იყო, მაგრამ არა შოკისმომგვრელი", - თქვა ჰიონესმა.

ცხადია, რომ ეს სხვა გუნდი "პარი სენ ჟერმენი" უნდა იყოს. ბოლო პერიოდში ხშირად იწერებოდა ამაზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები