ზიდანმა ბენზემა დაიცვა: "რატომ ვათამაშებ მას ძირითადში?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანმა ბენზემა დაიცვა: "რატომ ვათამაშებ მას ძირითადში?"


ზიდანმა ბენზემა დაიცვა:

"მალაგასთან" მოგებული მატჩის შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კარიმ ბენზემა დაიცვა.

მიმდინარე სეზონში, ბენზემა ძალიან ცუდ ფორმაშია და გოლები, ფაქტობრივად, ვერ გააქვს.

"რატომ ვათამაშებ ბენზემას ძირითადში? გასაგებია, რომ მისი მთავარი ამოცანა გოლების გატანაა და მასაც სურს, რომ გოლები გაიტანოს, თუმცა ბენზემა დიდებული მოთამაშეა.

მალაგასთან მან მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა. ეს წელი კარიმისთვის არც თუ ისე წარმატებული იყო, თუმცა ის ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურაა", - აცხადებს ზიდანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები