პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მუნდიალის ფავორიტები დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მუნდიალის ფავორიტები დაასახელა


პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მუნდიალის ფავორიტები დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტმა სიაში თავისი გუნდი არ შეიყვანა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი.

"ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი, არგენტინა და საფრანგეთი არიან", - ციტირებს ფიფას ოფიციალური საიტი ფერნანდუ სანტუშის სიტყვებს.

"მათ ძალის, შემადგენლობის სიღრმის და უმაღლესი დონის გამო ვასახელებ, ასევე დიდ ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილების გათვალისწინებაცაა საჭირო".

"ვიცით, რომ ფავორიტთა შორის არ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითოეული მატჩის მოგება ჩვენი მიზანი არაა. ძალიან ძლიერი, მყარი შემადგენლობა გვყავს, არა ყველაზე უკეთესი, მაგრამ ჩვენი ოსტატობის გვჯერა", - დასძინა პორტუგალიელთა თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები