საკი: "სარის სამუშაო შედევრია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საკი: "სარის სამუშაო შედევრია!"


საკი:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არიგო საკიმ, "ნაპოლის" თავკაცი მაურიციო სარი შეაქო.

"ამ დაპირისპირებაში ერთი კლუბი ფინანსურად ძლიერია, რომელმაც "ნაპოლის" საუკეთესო მოთამაშე (გონსალო იგუაინი) შეიძინა, მაგრამ აგრეთვე ძლიერი შემადგენლობა და ნიჭიერი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

მეორე მხარეს კი არის "ნაპოლი", რომელიც ისტორიულად "იუვენტუსს" სერიოზულად ჩამორჩება და თანაც ყოველთვის კარგავს მოთამაშეებს, რომლებიც შემდეგ სწორედ ტურინისკენ მიდიან.

ის, რასაც სარიმ მიაღწია ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, შედევრი! მისი სათამაშო ფილოსოფია რაღაც ექსტრაორდინალურია და ამან სრულიად იტალიური ფეხბურთი განავითარა", - განაცხადა საკიმ.

მაურიციო სარიმ "ნაპოლი" 2015 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მიმდინარე სეზონში "ცისფრები" სკუდეტოსთვის იბრძვიან. 33 ტურის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" 4 ქულით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი არიგო საკი მაურიციო სარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები