ლუის ენრიკე არსენალში მესის მიყვანას აპირებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლუის ენრიკე არსენალში მესის მიყვანას აპირებს?


ლუის ენრიკე არსენალში მესის მიყვანას აპირებს?

"ბარსელონას" ექს-თავკაცი, ლუის ენრიკე, რომელიც "არსენალთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს, ლონდონელთა მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, კლუბში კატალონიელთა ლიდერის, ლიონელ მესის მიყვანას გეგმავს, წერს Express.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "მეთოფეები" მზად არიან არგენტინელ ფორვარდს, რომელსაც ექს-მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა აქვს, კონტრაქტი გაუფორმონ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ "არსენალის" ამჟამინდელი თავკაცი, არსენ ვენგერი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. ლონდონელებს ფრანგი სპეციალისტი 22 წელიწადია წვრთნის.

მოგეხსენებათ, მესიმ ნოემბერში "ბარსელონასთან" 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. 30 წლის თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები