სარი: "ნაპოლის ჩემპიონობის მცირე შანსები აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარი: "ნაპოლის ჩემპიონობის მცირე შანსები აქვს"


სარი:

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ სერია ა-ს 34-ე ტურში "იუვენტუსთან" (1:0) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს იდეალური თამაში არ უჩვენებია.

ნეაპოლელთა თავკაცის თქმით, მის შეგირდებს საჩემპიონო ტიტულის დასაკუთრების მაინც ნაკლები შანსი აქვთ.

"იდეალური თამაში არ გვიჩვენებია", - ციტირებს სარის სიტყვებს Football Italia.

"ეს ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო, რათა მალე მოგვეპოვებინა გამარჯვება. "იუვეს" მომენტები მხოლოდ იმიტომ ექმნებოდა, რომ ფიზიკურად უკეთესად იყო მზად".

"თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. დამსახურებულად ვიმარჯვეთ".

"მიხარია, რომ მოვიგეთ. თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა - "იუვენტუსი" კვლავ პირველ ადგილზეა. ჩემპიონობის მცირე შანსები გვაქვს", - დასძინა მაურისიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები