საოცარი მატჩი ჰოლანდიაში: ვიტესმა დრამატული მატჩი კაშიას გოლით მოიგო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საოცარი მატჩი ჰოლანდიაში: ვიტესმა დრამატული მატჩი კაშიას გოლით მოიგო [VIDEO]



ჰოლანდიის ჩემპიონატის სეზონი დასრულდა, თუმცა ცხრილის შუა ნაწილში მყოფი გუნდები ერთმანეთს ევროპა ლიგაზე გასასვლელად ეცილებიან.

არნემის "ვიტესმა" ფლეი-ოფის პირველი რაუნდიდან "დენ ჰააგი" მარტივად გამოაგდო და ფინალში გავიდა, სადაც "უტრეხტს" დაუპირისპირდა.

პირველი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 42-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა 62-ე წუთზე "უტრეხტმა" ანგარიში გაათანაბრა.

ლინსენის მიერ 78-ე წუთზე გატანილ გოლს "უტრეხტმა" კვლავ უპასუხა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გურამ კაშიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "ვიტესს" 3:2 მოაგებინა.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, "ვიტესი" ჯერ ევროპა ლიგაზე არ გასულა, რადგან განმეორებითი მატჩი წინაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები