დიეგო სიმეონე: "ტიტული იდეალურ დროს მოვიგეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიეგო სიმეონე: "ტიტული იდეალურ დროს მოვიგეთ"


დიეგო სიმეონე:

ევროპა ლიგის ფინალში მადრიდის "ატლეტიკომ" "მარსელი" უშანსოდ, 3:0 დაამარცხა და ამ ტიტულს მესამედ დაეუფლა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გააკეთა.

"ეს იდეალური დრო იყო ტიტულის მოსაგებად, რადგან ბოლო წლებში 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი წავაგეთ, გასულ წელს კი ნახევარფინალიდან გავვარდით.

ფინალურ მატჩში უშუალოდ მოედანზე არ ვყოფილვარ, თუმცა ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე კარგად იცოდნენ და სახლში ან სასტუმროში რომ ვყოფილიყავი, ყველაფერს მაინც სწორად გააკეთებდნენ.

ტორესს კი ოცნება აუხდა და ატლეტიკოსთან ერთად ტიტული მოიგო. მატჩი რთულად იმიტომ დავიწყეთ, რომ ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ, თუმცა ერთმა გოლმა ყველაფერი დაალაგა", - აცხადებს სიმეონე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები