ცოცხალი ანგარიშების (livescoring) ინდუსტრიის გამოწვევები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ცოცხალი ანგარიშების (livescoring) ინდუსტრიის გამოწვევები



საქართველოს მასშტაბით ფეხბურთის ან სხვა სპორტის სახეობის უამრავი გულშემატკივარია. ყველა მატჩის ყურება შეუძლებელია, ანგარიშების გაგება კი თანამედროვე ცხოვრებაში იოლი საქმეა.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენი საყვარელი გუნდის ან სხვა კლუბის ანგარიშებს გაზეთებით ვიგებდით. ერთი სული გვქონდა, როდის მოვიდოდა ჯიხურში ჩვენი რიგი, რომ 30 თეთრად გაზეთი გვეყიდა და ანგარიშები გაგვეგო. სხვადასხვა თამაშის შედეგებზე დამოკიდებულება არა თუ შემოგვრჩა, არამედ კიდევ უფრო გაგვეზარდა ცოცხალი ანგარიშების პორტალების გაჩენასთან ერთად. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამ ტიპის საიტებს დღეში 300 000 ქართველი სტუმრობს. ცოცხალი ანგარიშების ვებგვერდებმა განვითარების 20 წლიანი პერიოდი გაიარეს და დღესდღეობით ამა თუ იმ მატჩის შესახებ სრული ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი - დაწყებული ანგარიშით, დამთავრებული ფეხბურთელის ზუსტი პასების რაოდენობით. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია წამებში აისახება საიტებზე, რაც უდიდეს შრომას მოითხოვს. წლების განმავლობაში, ამ ტიპის საიტებმა, არსებული სერვისების სრულყოფაზე უფრო იმუშავეს, ვიდრე დამატებითი ფუნქციონალების შემუშავებაზე.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ცოცხალი ანგარიშების ინდუსტრიის განვითარების შემდეგი ეტაპი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები