მანჩესტერ იუნაიტედი ალდერვეირელდისთვის იბრძვის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი ალდერვეირელდისთვის იბრძვის


მანჩესტერ იუნაიტედი ალდერვეირელდისთვის იბრძვის

"ტოტენჰემის" მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა ზაფხულში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც Manchester Evening News იუწყება, ბელგიელისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

"ეშმაკუნებმა" შეიძლება იმით ისარგებლონ, რომ ფეხბურთელს კლუბთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, 29 წლის ბელგიელის სანაცვლოდ "ემიუ" 60 მლნ ევროს გადაიხდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები