საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა


საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ, ორი ამხანაგური მატჩისთვის დასახელებულ შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა.

შვედური "გიოტებორგის" წევრი გიორგი ხარაიშვილი, ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ გუნდში მიიწვია. 21 წლის ფეხბურთელი ნაკრებში მეორედ გამოიძახეს. ახალგაზრდა მოთამაშე გასულს წელს დუბაიში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა.

ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საწვრთნელ შეკრებას ავსტრიის დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ნაკრების შემადგენლობაში ოთხი დებიუტანტია: ზაურ მახარაძე („ოლიმპიკი“, დონეცკი, უკრაინა), ბექა ვაჩიბერაძე („რიგასი“, რიგა, ლატვია), გიორგი ბერიძე („ტრენჩინი“, სლოვაკეთი) და ლევან ხარაბაძე („დინამო“, თბილისი).

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ, ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს. ასევე მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეურთდება. ამხანაგურ მატჩებს , ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო მალტას შეხვედრა, ავსტრიის ქალაქ შვაცში 1 ივნისს შედგება, 3 ივნისს, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, 5 ივნისს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები