არსენალმა ახალი სეზონისთვის მორიგი ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალმა ახალი სეზონისთვის მორიგი ტრანსფერი შეათანხმა


არსენალმა ახალი სეზონისთვის მორიგი ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის "არსენალმა" მომდევნო სეზონისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი გაიფორმა.

"მეთოფეების" რიგით მესამე ახალწვეული "სამპდორიას" ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი, ლუკას ტორეირა, უნდა გახდეს.

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა გენუურ კლუბს უკვე მოელაპარაკა და ტორეირას სანაცვლოდ "სამპდორიას" 30 მილიონ ევროს გადაუხდის.

ტრანსფერის საბოლოოდ დასრულებისთვის "არსენალი" ახლა თავად 22 წლის ურუგვაელ მოთამაშეს უნდა შეუთანხმდეს.

ბოლო ორ სეზონში ტორეირამ "სამპდორიას" რიგებში 75 მატჩი ჩაატარა და 4 ბურთი გაიტანა.

"მეთოფეებმა" სტეფან ლიხშტაინერი უკვე დაიმატეს, სოკრატის პაპასტატოპულოსის ტრანსფერი კი ძალიან მალე დადასტურდება.

ასევე იხილეთ:

ბრაზილიის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც გერმანულ 7:1-ზე მძიმეა

17 მილიონი კვერკველიას სანაცვლოდ - გადავა ქართველი პრემიერ ლიგაში?

კრიშტიანუ რონალდუს უარი მადრიდის რეალს!


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები