სტოკ სიტიმ ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველი იყიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სტოკ სიტიმ ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველი იყიდა


სტოკ სიტიმ ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველი იყიდა

"სტოკ სიტიმ" ოფიციალურ საიტზე ნახევარმცველ ოგენეკარო ეტებოს ტრანსფერი დაადასტურა.

ნიგერიელი "ფეირენსეს" ღირსებას იცავდა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრების განაცხადში მოხვდა.

"სტოკმა" 22 წლის ფეხბურთელი 7,2 მილიონ ევროდ იყიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გასულ სეზონში ეტებომ "ფეირენსეში" 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, შემდეგ კი "ლას პალმასში" გაანათხოვრეს, რომლის რიგებშიც 14 შეხვედრაში ერთი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები