სიტი ფლამენგოს 20 წლის ნახევარმცველს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიტი ფლამენგოს 20 წლის ნახევარმცველს უმიზნებს


სიტი ფლამენგოს 20 წლის ნახევარმცველს უმიზნებს

"ფლამენგოს" ნახევარმცველი, ლუკას პაკეტა შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

როგორც Esporte Interativo იტყობინება, "მანჩესტერ სიტის" 20 წლის ბრაზილიელის ხელში ჩაგდება უნდა.

ფეხბურთელსა და ბრაზილიურ კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტის, რომელიც 2020 წელს იწურება, გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ამ სეზონში ბრაზილიაში პაკეტამ 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები