პერესი: "რეალი რამდენიმე განსაკუთრებულ ტრანსფერს განახორციელებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პერესი: "რეალი რამდენიმე განსაკუთრებულ ტრანსფერს განახორციელებს"


პერესი:

პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ "რომას" კიპერი, ალისონი უახლოეს პერიოდში "რეალის" ფეხბურთელი გახდება.

"რომას" პრეზიდენტმა, ჯეიმს პალოტამ კაფეში ნეაპოლელ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბრაზილიელში 78 მილიონ ევროს გადაიხდიან. თუმცა, მოგვიანებით, ისიც განაცხადა, რომ ჟურნალისტებს გაეხუმრა.

"რეალი" რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს, მაგრამ ისინი განსაკუთრებული იქნება", - აცხადებს პერესი.

"ამ ეტაპზე, ალისონზე საუბრობენ, მაგრამ 78 მილიონ ევროდ დაე იგი "ლივერპულმა" შეიძინოს".

აქამდე არსებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" ბრაზილიელ მეკარეში 60 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.

"ლივერპული", თავის მხრივ, უკვე დიდი ხანია ალისონს აკვირდება, მაგრამ ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორების თანახმად, მერსისაიდელები ბრაზილიელით აღარ ინტერესდებიან.

ასევე იხილეთ:

სავარაუდო ტრანსფერი? - გუშინ რონალდუს თამაშს პრეზიდენტმა ადევნა თვალი

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დათანხმდა - სასამართლო სრულდება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები