ბუფონისთვის იტალიის ნაკრების კარი ღიაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონისთვის იტალიის ნაკრების კარი ღიაა


ბუფონისთვის იტალიის ნაკრების კარი ღიაა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, აღნიშნა, რომ ჯანლუიჯი ბუფონის იმედი ჯერ კიდევ აქვს.

"ჩვენს გუნდს მეკარეების განსაკუთრებული პრობლემები ნამდვილად არ აქვს. დონარუმა და პერინი - კარგი გოლკიპერები არიან, თანაც მათ გარდა კიდევ რამდენიმე ვარიანტი მაქვს.

თუმცა ისინი ჯერ კიდევ ძალიან გამოუცდელები არიან, ამიტომ ეროვნული ნაკრების კარები ჯიჯი ბუფონისთვის კვლავ ღიაა", - განაცხადა მანჩინიმ.

40 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა სანაკრებო კარიერა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შემდეგ დაასრულა, მაგრამ ფეხბურთიდან ჯერ არ წასულა.

სავარაუდოდ, ჯიჯი ბუფონი "პარი სენ ჟერმენთან" 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კარიერას გააგრძელებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები