ვესტ ჰემი უილშირის დამატებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვესტ ჰემი უილშირის დამატებას აპირებს


ვესტ ჰემი უილშირის დამატებას აპირებს

რამდენიმე დღის წინ, ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა დაადასტურა, რომ ამ თვის ბოლოს "არსენალს" დატოვებს.

Sky Sports იუწყება, რომ 26 წლის ინგლისელით კვლავ "ვესტ ჰემია" დაინტერესებული.

"ჩაქუჩებს" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "კრისტალ პალასი", "ევერტონი" და სერია ა-ს კლუბები გაუწევენ კონკურენციას.

გასულ სეზონში 26 წლის უილშირმა "არსენალის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

უილშირი "არსენალის" აღზრდილია, პირველ გუნდში 198 მატჩი აქვს ჩატარებული, 14 გოლი გატანილი და 30 ასისტი გაკეთებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები