გურამ კაშია დინამო თბილისთან ერთადაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გურამ კაშია დინამო თბილისთან ერთადაა


გურამ კაშია დინამო თბილისთან ერთადაა

არნემის "ვიტესის" აწ უკვე ყოფილი მცველი გურამ კაშია ამჟამად "დინამო თბილისთან" ერთადაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გამოცდილი კაშია MLS-ის კლუბ სან ხოსეში ითამაშებს.

კალიფორნიაში გამგზავრებამდე კი კაშიამ გადაწყვიტა, რომ ვარჯიშები თავის ყოფილ გუნდთან ერთად გაეარა.

შეგახსენებთ, რომ კაშიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ "დინამოში" დაიწყო. სან ხოსეში კი კაშიასთან ერთად ვაკო ყაზაიშვილიც ითამაშებს, რომელიც ამ გუნდში გასულ წელს ჩაირიცხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები