დორტმუნდის გარემარბს ევერტონი და ფენერბაჰჩე ეპატიჟებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დორტმუნდის გარემარბს ევერტონი და ფენერბაჰჩე ეპატიჟებიან


დორტმუნდის გარემარბს ევერტონი და ფენერბაჰჩე ეპატიჟებიან

"ევერტონი" და "ფენერბაჰჩე" "დორტმუნდის" უკრაინელი გარემარბის, ანდრეი იარმოლენკოს შეძენით არიან დაინტერესებულები.

როგორც Sport1.de იუწყება, ბორუსიელების სამომავლო გეგმებში იარმოლენკო არ შედის და მზად არიან წინადადებები განიხილონ.

არსებული ინფორმაციით, "ფენერბაჰჩეს" "დორტმუნდის" გარემარბის იჯარის წესით დამატება სურს, აი "ევერტონი" კი მზადაა ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელოს.

ცნობისთვის, იარმოლენკოს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში ანდრეიმ ბორუსიელთა მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები