რეალი — ფავორიტი კანტესთვის ბრძოლაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი — ფავორიტი კანტესთვის ბრძოლაში


რეალი — ფავორიტი კანტესთვის ბრძოლაში

"ჩელსის" 27 წლის ფრანგი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე ამ ზაფხულს შეიძლება ესპანეთის ლა ლიგაში აღმოჩნდეს.

როგორც Le Parisien იუწყება, კანტე "რეალის" ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.

გარდა ამისა, როგორც იწერება, თავად ნგოლო "სამეფო კლუბის" დიდი ხნის თაყვანისმცემელია და ყველაფრის გაკეთებას აპირებს იმისათვის, რათა ოცნების გუნდში გადავიდეს.

გარდა "რეალისა", კანტესთვის "ბარსელონაც" იბრძვის, მაგრამ მადრიდელები თავიანთ დაუძინებელ მტერს სჯობნიან.

ამ ეტაპზე, ნგოლო 2018 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები