ტიაგო ალკანტარამ ბარსელონასა და რეალს შორის არჩევანი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგო ალკანტარამ ბარსელონასა და რეალს შორის არჩევანი გააკეთა


ტიაგო ალკანტარამ ბარსელონასა და რეალს შორის არჩევანი გააკეთა

"ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" დაბრუნებითაა დაინტერესებული, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport.

კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე 27 წლის ჰავბეკში ანდრეს ინიესტას შემცვლელს ხედავს, რომელმაც კლუბი გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.

"ბაიერნი" მზადაა ალკანტარა 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" ტრანსფერში მცველ ლუკა დინს ჩართავს, ფასი შედარებით დაეცემა.

ალკანტარასთვის "რეალიც" იბრძვის - მადრიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მას ესპანეთის ნაკრებიდან კარგად იცნობს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელმა არჩევანი უკვე გააკეთა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგებას "კამპ ნოუზე" დაბრუნება ურჩევნია.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები