Goal.Ge

პრაგმატული ფეხბურთის ფილოსოფია



ეძღვნება 21-ე საუკუნის ფეხბურთს, ჟოზე მოურინიოსგან. სანახაობა და შედეგი - ცნება, რომლებიც ფეხბურთში სხვადასხვა გზით მიდის. ზოგიერთ მწვრთნელს ლამაზი ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს, მათთვის მთავარი შედეგია. ბევრ გულშემატკივარს შესაძლოა ეს ფაქტი არ მოსწონდეს, მაგრამ როდესაც ასეთი მიდგომა შედეგს დებს, მაშინ ხმის ამოღების საშუალებაც არ გვაქვს. რა მოხდება თუ ემოციებს დავივიწყებთ და ფეხბურთს შევხედავთ პრაგმატული გამარჯვებულის თვალსაზრისით? რის ხარჯზე აღწევს ის წარმატებას? ერთხელაც, ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" ყოფნის პირველი სეზონისას, პორტუგალიელი ტრიუმფატორის სახით ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა გარი ლინეკერთან. საუბრისას, ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ძალიან მსუბუქად გაუსვა ხაზი გულშემატკივრების დამოკიდებულებასა და ჟოზეს სტილს, დელიკატურად იკითხა: - წარმატების მისაღწევად რისი გაკეთება იყო აუცილებელი? ბევრი ამბობს, რომ "ჩელსი" სხვებთან შედარებით დაცვით ფეხბურთს თამაშობდა... მოურინიომ შემდეგი პასუხი გასცა: "თავდაპირველად გუნდი ტაქტიკურ დისციპლინას უნდა მიჩვეოდა. ემოციებს ბოლომდე ვერ დაეყრდნობი. პირველ რიგში, ყველამ მინდა გაიგოს, რომ მე არ მსურს მატჩების წაგება. სტარტზე რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა აგვეღო. ყველასთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ დამარცხებაც კი არა, არამედ "ჩელსისთვის" ერთი გოლის გატანაც ურთულესი იყო. ნაბიჯ-ნაბიჯ, ტაქტიკური თვალსაზრისით გუნდი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რაც თავისმხრივ, ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად აძლიერებდა. ფეხბურთელებმა ძალა იგრძნეს, მათ გააცნობიერეს, რომ თუ ჩვენ 1 გოლს მაინც გავიტანდით, არ წავაგებდით." პორტუგალიელის სიტყვების გასამყარებლად შეგვიძლია გავიხსენოთ 2004/05 სეზონის 10 შეხვედრა. ჩელსი - ემიუ 1:0 ბირმინგემი - ჩელსი 0:1 კრისტალ პალასი - ჩელსი 0:2 ჩელსი - საუთჰემფტონი 2:1 ასტონ ვილა - ჩელსი 0:0 ჩელსი - ტოტენჰემი 0:0 მიდლსბრო - ჩელსი 0:1 ჩელსი - ლივერპული 1:0 ჩელსი - ბლექბერნი 4:0 8 შემთხვევაში მოურინიოს გუნდმა კარი მშრალად შეინახა. როგორც ვხედავთ, ზედმეტი რისკის გამომრიცხავმა სტრატეგიამ გაამართლა. ქვევით ნაჩვენებ ვიდეოში ჟოზე თავის ფეხბურთელებს უხსნის დაცვითი სისტემის სიმარტივეს. ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ გუნდმა არ უნდა წააგოს. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ჟოზეს ფილოსოფიით, გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებს არა მოგება, არამედ წაგების გამორიცხვა, არ არსებობა. შეიძლება ეს ლამაზად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას გუნდი თავის 2-3 შანსს მიიღებს. პირადად მე, რომანტიკა უფრო მიზიდავს ვიდრე პრაგმატიზმი. რა შეედრება 4:3 ან 3:2 დამთავრებულ შეხვედრას? თუმცა, საკითხავია, რამდენადაა კარგის მომასწავებელი ასეთი ანგარიშები. მსგავს მატჩებში ფეხბურთელები ემოციურ იმპულსს ჰყვებიან. ყოველ გოლს ემოციური დატვირთვა აქვს. შეგვიძლია ვილაპარაკოთ გუნდის მებრძოლ სულზე, მაგრამ ქამბექები კარგად ორგანიზებული თამაშის ნიშანი ნამდვილად არაა. გაშვებული გოლები, რომლის შედეგადაც მეტოქე ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას ან წინ გასვლას, შეგვიძლია დავახარისხოთ არასაჭირო ემოციურ გამონათებად, რომელიც ნეგატიურად აისახება ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე. წესით, მოურინიო 0:0-ს უფრო ამჯობინებდა ვიდრე 2:2-ს ან 3:3-ს, რადგანაც ის გამორიცხავს მსგავს ემოციურ ამოვარდნას. გიგი ალადაშვილი, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარიერის დასრულება თუ გაგრძელება? - რობენის განცხადება საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივნისს, "ბაიერნის" თავდამსხმელი, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი ხდება.

დღეს, 21:26

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" პირველი ფეხბურთელი გაყიდა.

დღეს, 21:14

ლორენტე ტოტენჰემიდან მიდის, ესპანელის შეძენა 4 კლუბს სურს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

დღეს, 21:08

პრაქტიკულად გადაწყდა: ტოტენჰემმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა!

მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში ლუკას მოურას შეძენის შემდეგ "ტოტენჰემს" ტრანსფერი არ განუხორციელებია.

დღეს, 21:03

"მას დიდი კლუბები აკვირდებიან", - რა ბედი ელის "ახალ კანტეს"?

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე გაყიდოს.

დღეს, 20:34

დანი ალვეშის შემდეგ პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს?

მოგეხსენებათ, აქამდე, "პარი სენ ჟერმენმა" კლუბიდან მცველ დანი ალვეშის წასვლა დაადასტურა.

დღეს, 20:29

ლივერპული, აიაქსი თუ ბაიერნი? - 17 წლის ტალანტმა არჩევანი გააკეთა

"ზვოლეს" ცენტრალური მცველი, ზეპ ვან დენ ბერგი ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

დღეს, 20:19

პიკე დე ლიგტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ესპანელმა და ჰოლანდიელმა?

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ისვენებს, "აიაქსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტს შეხვდა.

დღეს, 20:15

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და ვალენსია ფეხბურთელებს ცვლიან!

ესპანური პრესის ინფორმაცით, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" და "ვალენსია" ფეხბურთელებს გაცვლიან.

დღეს, 20:10

რომას უარი იუვენტუსს - რამდენ მილიონს იხდიდნენ ტურინელები?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომამ" ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის თაობაზე "იუვენტუსის" წინადადება იუარა.

დღეს, 20:04

ელ შაარავიმ ზღაპრული შეთავაზება მიიღო - დეტალები ცნობილია

არ არის გამორიცხული, "რომას" თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:53

დე როსის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს - რა ბედი ელის იტალიელს?

"რომას" ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ორი იტალიური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

დღეს, 19:46

მორენო ლივერპულს ტოვებს, ესპანელის ახალი კლუბი ცნობილია - MARCA

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარცხენა მცველი, ალბერტო მორენო "ლივერპულიდან" მიდის.

დღეს, 19:43

ნეიმარი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა! - პირობები ცნობილია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" დაბრუნდება.

დღეს, 19:37

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

დღეს, 19:23

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

დღეს, 19:03

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

დღეს, 18:48

რამოსზე 3 მილიონით მეტი - რამდენი იქნება დე ლიგტის ხელფასი იუვენტუსში?

სატრანსფერო ბაზარზე „აიაქსის“ 19 წლის კაპიტნისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული.

დღეს, 18:36

ნაპოლი ხამესის გამო მარადონას საპატივცემლოდ გაუქმებულ ნომერს აბრუნებს?

ნეაპოლიტანური კლუბი გუნდში ხამეს როდრიგესის გადმობარგებას მოუთმენლად ელის.

დღეს, 18:27

მონაკო ფაბრეგასს შეძენიდან 6 თვეში გაყიდის?

ესპანელმა ნახევარმცველმა მონეგასკური კლუბი შესაძლოა გადასვლიდან ექვს თვეში დატოვოს.

დღეს, 18:11

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 18:06

სევილიას ფორვარდმა მოახდინა ავარია, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილი ემსხვერპლა [VIDEO]

„სევილიას“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელი, ხოაო მალეკი, ავტოავარიის ინიციატორი გახდა.

დღეს, 17:25

პირველად 2016 წლის შემდეგ - ლორან ბლანი მწვრთნელობას პრემიერ ლიგაში უბრუნდება?

გუშინ, 24 ივნისს, „ნიუკასლმა“ ესპანელი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:12

რატომ გაჭიანურდა გრიზმანის ტრანსფერი და როდის დადასტურდება ოფიციალურად?

როგორც ჩანს, ფრანგი შემტევი მომდევნო სეზონს მაინც „ბარსელონაში“ დაიწყებს.

დღეს, 17:03

არსენალი რეალის ფეხბურთელს ყიდულობს? საუბარი 50-მილიონიან ტრანსფერზეა

ლონდონის „არსენალი“ მზადაა, ესპანელი ნახევარმცველი 50 მილიონ ევროდ გადაიბიროს.

დღეს, 16:57

ბრაზილია/არგენტინის გარეშე - 10 საუკეთესო მოთამაშე სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებიდან

რა გვახსენდება სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ხსენებაზე პირველი? რა თქმა უნდა, ბრაზილია და არგენტინა.

დღეს, 16:31

ბრაზილია მესის აიგნორებს - არგენტინა თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშობს

ის, რომ ბრაზილიაში, რბილად რომ ვთქვათ, ცივად ეპყრობიან მეზობელ არგენტინას, საიდუმლო არავისთვისაა.

დღეს, 16:20

ზაფხულის 5 მთავარი სპორტული მოვლენა

ზაფხულში სპორტული ტურნირების უმრავლესობა შესვენებას იღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თვეები მოსაწყენია.

დღეს, 16:16

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ტორპედოს ფეხბურთელი დინამო ბათუმში გადავა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, "დინამო ბათუმსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შედგება.

დღეს, 16:15

ოფიციალურად: დერბიმ ჩელსის მწვანე აუნთო!

„დერბიმ“ ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ფრენკ ლამპარდს „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების უფლება დართო.

დღეს, 15:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10