ალეგრი რონალდუს შეძენაზე განცხადებას აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი რონალდუს შეძენაზე განცხადებას აკეთებს


ალეგრი რონალდუს შეძენაზე განცხადებას აკეთებს

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ტურინულ გრანდში ტრანსფერი არამხოლოდ "ბებერი ქალბატონისთვისაა" მნიშვნელოვანი მოვლენა, არამედ მთელი იტალიური ფეხბურთისთვის.

გუშინ, 33 წლის პორტუგალიელმა ტურინულ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც მთელი კლუბის წინგადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი გველის, როგორც ყველა დანარჩენი, რადგან გარკვეული მიზნები გვაქვს, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

"ვიცი, რონალდუ ძალიან ბედნიერია, შესანიშნავი პროფესიონალი და იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი დანამატია. მჯერა, კლუბმა და პრეზიდენტმა არამხოლოდ "იუვენტუსისთვის", არამედ მთელი იტალიური ფეხბურთისთვისაც რაღაც გამორჩეული გააკეთეს".

"როგორ ითამაშებს რონალდუ? როგორც ყოველთვის: გოლების გატანას ეცდება", - დასძინა მასიმილიანომ.

შეგახსენებთ, რონალდუ "იუვენტუსში" "რეალიდან" გადავიდა, რომლის ღირსებასაც 2009 წლიდან იცავდა.

ასევე იხილეთ:

რონალდუს მიმართვა: "ვთხოვ, ყველას გამიგოს"

ნიკა გვარამია: "ეს კომენტატორები ხორვატიაში უნდა გავუშვათ"

დიბალა რონალდუს იუვენტუსში გადასვლას ეხმაურება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები