მილანს ბონუჩის გაყიდვა სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანს ბონუჩის გაყიდვა სურს


მილანს ბონუჩის გაყიდვა სურს

როგორც Mediaset Premium იუწყება, "მილანს" გუნდის კაპიტნის, ლეონარდო ბონუჩის გაყიდვა უნდა.

თუმცა, "როსონერის" იტალიელი უკანახაზელის ტრანსფერზე ჯერ არცერთი კლუბი არ დაკავშირებია.

მოგეხსენებათ, აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ ბონუჩისადმი ინტერესს მანჩესტერული გრანდები და "პსჟ" იჩენენ.

ბონუჩი "მილანს" გასულ ზაფხულს "იუვედან" 42 მილიონ ევროდ შეუერთდა.

გასულ სეზონში ლეონარდომ სერია ა-ში 35 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები