ტოტენჰემი ალდერვეირელდის გაყიდვას და პავარის შეძენას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოტენჰემი ალდერვეირელდის გაყიდვას და პავარის შეძენას გეგმავს


ტოტენჰემი ალდერვეირელდის გაყიდვას და პავარის შეძენას გეგმავს

2018 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების რიგებში "შტუტგარტის" მცველ ბენჟამენ პავარის ჩინებულმა თამაშმა "ტოტენჰემის" ყურადღება მიიპყრო.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mirror ავრცელებს.

თუმცა, 22 წლის ფრანგმა, რომელიც წარსულში "ლილის" ღირსებას იცავდა, გასულ ზამთარს "შტუტგარტთან" ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამიტომაც "დეზებს" პატარა თანხის გადახდა არ მოუწევთ.

ლონდონელთათვის საქმეს ისიც ართულებს, რომ პავარით არაერთი გრანდი ინტერესდება.

ამავდროულად, "ტოტენჰემს" ამ ზაფხულს ბელგიის ნაკრების მცველ ტობი ალდერვეირელდის გაყიდვა უნდა. ერთ წელიწადში ტობის კონტრაქტი ეწურება და 29 წლის ბელგიელმა შესაძლოა ლონდონური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები