მილანი იგუაინითა და მორატათი ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანი იგუაინითა და მორატათი ინტერესდება


მილანი იგუაინითა და მორატათი ინტერესდება

"მილანი" "ჩელსის" ფორვარდ ალვარო მორატას ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, წერენ იტალიურ პრესაში.

როგორც Sky Italia იუწყება, "მილანის" წარმომადგენლები ამჟამად ლონდონში არიან და "ჩელსისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გარდა ამისა, განიხილება "იუვენტუსის" ფორვარდ გონსალო იგუაინის ვარიანტიც. მის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს არგენტინელის ძმა, ნიკოლასი.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "იუვეს" ფორვარდი ტრანსფერზე თანახმაა. "როსონერის" იგუაინი შეიძლება დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდეს.

მოგეხსენებათ, აქამდე, "ბებერმა ქალბატონმა" "რეალის" აწ უკე ექს-ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ იყიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები