იუვენტუსმა იგუაინისა და რუგანის თაობაზე ჩელსის წინადადება უარყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსმა იგუაინისა და რუგანის თაობაზე ჩელსის წინადადება უარყო


იუვენტუსმა იგუაინისა და რუგანის თაობაზე ჩელსის წინადადება უარყო

"იუვენტუსმა" თავდამსხმელ გონსალო იგუაინისა და მცველ დანიელე რუგანის თაობაზე "ჩელსის" პირველი წინადადება უარყო, იუწყება Premium Sport.

"არისტოკრატები" ორივე ფეხბურთელში 90 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ტურინულმა გრანდმა 100 მილიონი მოითხოვა.

იგუაინი 60 მილიონად ფასდება, რუგანი კი 40 მილიონად. როგორც იწერება, ორივე ფეხბურთელს სურს გუნდის დატოვება, რადგან იგუაინს კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის ეშინია, რუგანი კი არასაკმარისი სათამაშო დროის მიღების გამო უკმაყოფილოა.

გასულ სეზონში იგუაინმა "იუვეს" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. რუგანიმ, თავის მხრივ, 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და 2 ასისტიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები