ბარსელონას ახალწვეული: "აქ გადმოსვლაში ნეიმარმა დამარწმუნა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონას ახალწვეული: "აქ გადმოსვლაში ნეიმარმა დამარწმუნა"


ბარსელონას ახალწვეული:

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" არტურ მელო "გრემიოდან" დაიმატა და მას 6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

კატალონიელთა 21 წლის ახალწვეულმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა მას ესპანეთის ჩემპიონების რიგებში გადაბარგების გადაწყვეტილების მიღებაში.

"ბარსელონაში" გადასვლაში ნეიმარმა დამარწმუნა. კლუბზე, ქალაქზე, კლიმატსა და ცხოვრების წესზე ბევრი პოზიტიური რამ მითხრა. გარდა ამისა, ისიც დაამატა, რომ ბარსელონაში შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს", - აცხადებს არტური Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

"მან დამარწმუნა აქ გადმოსვლაში. ნეიმარმა მითხრა, რომ "ბარსაში" გადასვლას არ ნანობს და ამან დამარწმუნა მეც საბოლოოდ".

"მესი? მასთან ერთად თამაშზე ვოცნებობ, რადგან ლეო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია", - დასძინა მელომ.

არტური "გრემიოს" აკადემიას 2010 წელს შეუერთდა. პირველი გუნდის რიგებში დებიუტი მას 2016 წელს ლუის ფელიპე სკოლარის მწვრთნელობისას ჰქონდა. ნახევარმცველი "გრემიოს" 2017 წლის ლიბერტადორესის თასის მოგებაში დაეხმარა, სადაც ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები