ბაიერნმა თვალი რებიჩს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნმა თვალი რებიჩს დაადგა


ბაიერნმა თვალი რებიჩს დაადგა

"აინტრახტის" თავდამსხმელი, ანტე რებიჩი შეიძლება "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდეს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას საიტი.

24 წლის ხორვატის აგენტი მიუნხენშია, სადაც ფორვარდის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ტრანსფერი 30-40 მილიონ ევროდ ფასდება.

გასულ სეზონში რებიჩმა "აინტრახტის" რიგებში 28 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. 2018 წლის მუნდიალზე იგი ხორვატიის ნაკრების რიგებში ვერცხლის მედლების პრიზიორი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები