კეიტა: "ლივერპულის გამო, ამ 2 დიდ გუნდს უარი ვუთხარი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეიტა: "ლივერპულის გამო, ამ 2 დიდ გუნდს უარი ვუთხარი"


კეიტა:

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლაიფციგის" ყოფილი ფეხბურთელი ნაბი კეიტა "ლივერპულში" ითამაშებს.

მერსესაიდულ გუნდში გადასვლის შემდეგ, კეიტამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შემოთავაზება სხვა კლუბებიდანაც ჰქონდა.

"დაინტერესება ბარსელონადან და ბაიერნიდანაც იყო, თუმცა ლივერპულის გამო, ამ 2 გუნდს უარი ვუთხარი და ამაში გავლენა მწვრთნელმაც იქონია.

ინგლისურ ფეხბურთს აქტიურად ვუყურებდი და ყველაფერი კარგად ვიცი. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას და ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო", - აცხადებს კეიტა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები