ბასილაშვილის გამარჯვება გერმანიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბასილაშვილის გამარჯვება გერმანიაში


ბასილაშვილის გამარჯვება გერმანიაში

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.

შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში მისი მეტოქე გერმანელი კამკე იყო. პირველ სეტში ბასილაშვილმა ბოლოს დააბრეიკა და 7:5 იმარჯვა.

მეორე სეტში კი ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე უშანსოდ, 6:2 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა.

თუ მსოფლიოს 82-ე ჩოგანი ფინალში მელცერს მოუგებს, ჰამბურგის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები