ჩელსი კონტეს უჩივის: "კოშტას გაშვება გუნდს ძვირად დაუჯდა და 9 მილიონი უნდა გადაიხადო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსი კონტეს უჩივის: "კოშტას გაშვება გუნდს ძვირად დაუჯდა და 9 მილიონი უნდა გადაიხადო"


ჩელსი კონტეს უჩივის:

ლონდონის "ჩელსისა" და ანტონიო კონტეს შორის დავაა.

კლუბმა იტალიელი სპეციალისტი ნაადრევად გაათავისუფლა და კონტრაქტის პირობები დაარღვია. შესაბამისად, აბრამოვიჩი ვალდებულია, რომ მწვრთნელს 9 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ლონდონური მხარე უარს ამბობს ამ თანხის გადახდაზე და შესაბამისი არგუმენტი მოჰყავს.

ისინი ამბობენ, რომ კონტემ გასულ წელს კლუბს დიდი ზიანი მიაყენა. მან, ყველას დაუკითხავად დიეგო კოშტა გაუშვა, რაც "ჩელსის" ძვირად დაუჯდა.

ლონდონური მხარე ამბობს, რომ ამ 9 მილიონს ისინი კონტეს კოშტას გაშვების გამო დაუქვითავენ.

ცხადია, რომ საქმე სასამართლოში გაგრძელდება და იქ გადაწყდება დაექვითება თუ არა კონტეს 9 მილიონი დიეგო კოშტას გაშვების გამო.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები