ცინცაძე: "პირველ ტაიმშივე შევასრულეთ ის დავალება, რაც მწვრთნელმა მოგვცა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ცინცაძე: "პირველ ტაიმშივე შევასრულეთ ის დავალება, რაც მწვრთნელმა მოგვცა"


ცინცაძე:

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "კუკეში" თბილისს ესტუმრა და ქუთაისის "ტორპედოსთან" 5:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ქუთაისელთა ცენტრალურმა ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ გააკეთა.

"პირველ რიგში, ვულოცავ ტორპედოს ამ გამარჯვებას. ღ​ირსეულად ვითამაშეთ, პირველ ტაიმშივე შევასრულეთ ის დავალება, რაც მწვრთნელმა მოგვცა.

ძალიან მინდა, რომ გეგმა ბოლომდე შევასრულოთ და ევროპა ლიგაზე გავიდეთ. დღ​ეს, ნახევარი საქმე გავაკეთეთ.

5:2 მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. მეორე შეხვედრაშიც ისეთი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, როგორიც შეგვეფერება", - ამბობს ცინცაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები