მოედანზე 12 ფეხბურთელის გამო, შესაძლოა სერია A-დან გუნდი მოიკვეთოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოედანზე 12 ფეხბურთელის გამო, შესაძლოა სერია A-დან გუნდი მოიკვეთოს


მოედანზე 12 ფეხბურთელის გამო, შესაძლოა სერია A-დან გუნდი მოიკვეთოს

2018-2019 წლების სეზონში, სერია ა-ში "ფროსინონე" დაბრუნდა, რომელმაც სერია ბ-ს ფლეი ოფში "პალერმო" დაამარცხა.

ახლად დაბრუნებული გუნდი შესაძლოა კვლავ უკან გაუშვან.

ფლეი ოფის შეხვედრის დროს, ბოლო წუთებზე "ფროსინონეს" შემადგენლობაში, მოედანზე 12 ფეხბურთელი იყო.

ეს ფაქტი, "პალერმომ" მაისშივე გაასაჩივრა, თუმცა კლუბი მხოლოდ 25 000 ევროთი დააჯარიმეს. ასევე, მათ სერია ა-ს გახსნით ორ შეხვედრაში, ცარიელი ტრიბუნების წინ უნდა ითამაშონ.

საკითხი, იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაიბარა, რომელიც ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სპორტულ მოვლენას აკონტროლებს.

ისინი ფიქრობენ, რომ ეს სასჯელი საკმარისი არ იყო.

შესაძლოა, "ფროსინონეს" "პალერმოსთან" შეხვედრაში ავტომატური მარცხი ჩაუთვალონ, რაც სერია ა-ს საგზურს "პალერმოს" გადაულოცავს.

ასევე იხილეთ:

მოურინიომ პოგბას მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ალეგრი: "რატომ ვუთხარი უარი რეალს?"

ბარსელონას ახალი კაპიტანი ჰყავს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები