ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია


ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ამ ზაფხულს მადრიდის "რეალმა" "ჩელსის" მეკარე, ტიბო კურტუა შეიძინა.

ბელგიელის ტრანსფერის შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ის გახდებოდა "სამეფო კლუბის" ახალი "პირველი ნომერი", მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი თანაბრად აპირებს ორივე გოლკიპერის გამოყენებას.

როგორც გავლენიანი გამოცემა AS წერს, მადრიდელთა თავკაცი კურტუას ლა ლიგის მატჩებში ათამაშებს, ნავასი კი "რეალის" კარს ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავს. მსგავს პრაქტიკას აქამდე "რეალის" პრინციპული მეტოქე მიმართავდა - "ბარსელონა", რომელსაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჩემპიონთა ლიგაზე ეყენა, კლაუდიო ბრავო კი ესპანეთის ჩემპიონატში.

აქამდე არსებული ცნობით, "რეალი" მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე კეილორ ნავასის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

ასევე იხილეთ:

დე ბრუინი მანჩესტერ სიტის 4 თვით გამოაკლდა

რონალდუმ კვლავ გაიტანა, იუვენტუსმა ამჯერად 8:0 იმარჯვა [VIDEO]

შუმახერი ფლორენტინო პერესის 30-მილიონიან სახლში გადადის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები