დრამატული სტარტი - რონალდუმ ვერ გაიტანა, მაგრამ იუვენტუსმა მოიგო [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დრამატული სტარტი - რონალდუმ ვერ გაიტანა, მაგრამ იუვენტუსმა მოიგო [VIDEO]



ტურინის "იუვენტუსმა" იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონი მძიმედ დაიწყო - მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სტუმრად "კიევო" ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 3:2 დაამარცხა.

სამი ხედირამ "ბებერი ქალბატონი" დებიუტშივე დააწინაურა, მაგრამ ტაიმის ბოლოს სტეპინსკიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ემანუელე ჯაკერინიმ მასპინძლები წინ გაიყვანა.

"იუვენტუსი" დარჩენილ დროში ბევრს უტევდა და მეტოქის გატეხვა მაინც მოახერხა. 75-ე წუთზე ბანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ალექს სანდროს ბრწყინვალე სოლორეიდისა და ჩაწოდების შემდეგ "იუვეს" სამი ქულა ფერდერიკო ბერნარდესკიმ მოუტანა.

კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი დრამატული გამოდგა, მაგრამ "იუვენტუსმა" გამარჯვება მაინც მოიპოვა.

კიევო 2:3 იუვენტუსი

გოლები: 0:1 - ხედირა (3'), 1:1 - სტეპინსკი (38'), 2:1 - ჯაკერინი (56' პენალტი), 2:2 - ბანი (75' ავტოგოლი), 2:3 - ბერნარდესკი (90+3').

კიევო: სორენტინო (სეკულინი); კაჩატორე, ტომოვიჩი, როსეტინი, დეპაოლი; რიგონი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბანი, სტეპინსკი (ჯორჯევიჩი), ჯაკერინი.

იუვენტუსი: შესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (ჩანი), პიანიჩი; დუგლას კოშტა (მანჯუკიჩი), დიბალა, კუადრადო (ბერნარდესკი); რონალდუ.

ასევე იხილეთ:

10 ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა

ვინ იქნება რეალის პირველი მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ოფიციალურად: მილანმა 2 ფეხბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები