პრემიერ ლიგის მოქმედ ვარსკვლავს ბრალი გაუპატიურებაში ედება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პრემიერ ლიგის მოქმედ ვარსკვლავს ბრალი გაუპატიურებაში ედება


პრემიერ ლიგის მოქმედ ვარსკვლავს ბრალი გაუპატიურებაში ედება

პარიზის სამართალდამცავი ორგანოები ქალზე ძალადობის ფაქტს იძიებენ, სადაც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი მოქმედი ვარსკვლავის დანაშაულებრივი ქმედებაც შესაძლოა გამოვლინდეს.

ახალგაზრდა ფრანგი მოდელი, ლონდონში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის იქ პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წარმატებულ ფეხბურთელს შეხვდა.

Daily Mail ამ მოთამაშის ვინაობას არ ამხელს.

ცნობილია, რომ ფრანგი მოდელი, ფეხბურთელი და მისი მეგობარი ღამის კლუბში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ლონდონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში გადაინაცვლეს.

ფრანგი ახალგაზრდა ამბობს, რომ მან მხოლოდ 2 ჭიქა შამპანური მიიღო, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში ჩავარდა.

ის ფიქრობს, რომ შამპანურში ნარკოტიკული საშუალება შეურიეს და მალულად მიაღებინეს.

მეორე დილით, მან საწოლში პრემიერ ლიგის ფეხბურთელთან ერთად გაიღვიძა.

ფრანგმა მოდელმა ლონდონის სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართა, მან საქმის წარმოება პარიზში დაიწყო.

ბრიტანულმა პრესამ გამოძიებას მიმართა, თუმცა მათ ფეხბურთელის ვინაობა არ გაამხილეს.

ასევე იხილეთ:

VIDEO: ბარსელონას, იუვენტუსისა და პსჟ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ

ძიუდოს ფედერაციამ ჭრიკიშვილს უპასუხა

Eurosport-მა საპასუხოდ ბოდიშის ნაცვლად, ონიკაშვილის ვიდეო ხელმეორედ ატვირთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები