მორიგი "საპნის ოპერის" დასასრული - აზარმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მორიგი "საპნის ოპერის" დასასრული - აზარმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა


მორიგი

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა, ედენ აზარმა, "არსენალთან" პრემიერ ლიგის მეორე ტურში მოპოვებული გამარჯვების (3:2) შემდეგ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"ყველასთვის ცნობილია, რაც ვილაპარაკე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. მაგრამ, "ჩელსიში" ყველაფერი მაკმაყოფილებს და ამაზე საუბრის გაგრძელება აღარ მსურს.

ბევრი რამ ითქვა, მაგრამ, ახლა ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ჩემი კონტრაქტი კიდევ ორი წლით არის გათვალისწინებული და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ წელს არსად არ წავალ.

"არსენალთან" შეხვედრაში ყველამ ვიხილეთ, რომ გულშემატკივრებს კვლავ ვუყვარვარ. აქ ყველაფერი ძალიან მომწონს. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს 1-2 წელიწადში." - აღნიშნა ბელგიელმა ფეხბურთელმა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები