სპალეტიმ მოულოდნელი მარცხი ბალახსა და პენალტს დააბრალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სპალეტიმ მოულოდნელი მარცხი ბალახსა და პენალტს დააბრალა


სპალეტიმ მოულოდნელი მარცხი ბალახსა და პენალტს დააბრალა

სერია ა-ს პირველი ტურის მატჩში "ინტერი" "სასუოლოსთან" 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა.

"სასუოლო კონტრ-შეტევებზე შესანიშნავად გადადიოდა, რადგან ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში იდგნენ. შესაბამისად ჩვენ პრესინგზე ვთამაშობდით და დიდი ძალებით ვიწევდით წინ.

მინდვრის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო. მსგავს საფარზე გაცილებით სხვაგვარად მიდის ბურთი, როდესაც თანაგუნდელს გადაცემას უკეთებ.

რეალურად, შეხვედრა წავაგეთ პენალტის გამო, რომელიც მივიღეთ, "სასუოლოს" სხვა საგოლე ეპიზოდი არ ჰქონდა", - განაცხადა სპალეტიმ.

ასევე იხილეთ:

რონალდუს იუვენტუსშიც ეყოლება თავისი ბენზემა - კრიშტიანუს დებიუტის დეტალური ანალიზი

მადრიდული გუნდი კაკაბაძისთვის იბრძვის - ქართველი ლა ლიგაში?

კიევოსთან მატჩის შემდეგ დიბალამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები