მოურინიომ მსაჯი გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიომ მსაჯი გააკრიტიკა


მოურინიომ მსაჯი გააკრიტიკა

პრემიერ ლიგის მატჩში "მანჩესტერი" "ბრაიტონს" ესტუმრა და 3:2 დამარცხდა.

94-ე წუთამდე ჟოზე მოურინიოს გუნდი 3:1 ანგარიშით მარცხდებოდა, ბოლო წუთზე კი პენალტი პოლ პოგბამ გაიტანა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, დამატებული დრო უკვე ამოწურული იყო, თუმცა მსაჯმა კიდევ 1 წუთი, თერთმეტმეტრიანის შესრულებაში გასული დროის გამო გადაამატა.

საბოლოოდ მან, მაშინ დაასრულა შეხვედრა, როცა დროს უკვე 2 წუთით გადასცდა.

ამ დროს, შეტევაში "მანჩესტერი" იყო. 2-3 წამით ადრე დავიდ დე ხეამ ბურთი მეტოქის საჯარიმოსკენ ჩაჰკიდა, რა დროსაც მსაჯის სასტვენი გაისმა.

ჟოზე მოურინიოს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ კევინ ფრენდმა თამაში შეტევის დროს დაასრულა.

"მეორე ნახევარში, გოლი გვიან გავიტანეთ და უბრალოდ დრო აღარ გვქონდა, რომ ეპიზოდი შეგვექმნა.

უცნაურია ის ფაქტი, რომ გასულ ტურში, "ლესტერთან" მსაჯმა დროს გადააცილა და მხოლოდ მაშინ დაამთავრა, როცა მეტოქემ ეპიზოდი შექმნა.

დღევანდელი სიტუაცია განსხვავებული იყო. ბოლო შეტევის დროს, როცა ბურთი ჰაერში იყო, მსაჯმა თამაში შეაჩერა", - განაცხადა მოურინიომ.

ასევე იხილეთ:

რონალდუს იუვენტუსშიც ეყოლება თავისი ბენზემა - კრიშტიანუს დებიუტის დეტალური ანალიზი

მადრიდული გუნდი კაკაბაძისთვის იბრძვის - ქართველი ლა ლიგაში?

კიევოსთან მატჩის შემდეგ დიბალამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები