"ისტორიაში ყველაზე დიდი სისულელე" - მოდრიჩი მასზე გავრცელებულ უკანასკნელ ინფორმაციას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ისტორიაში ყველაზე დიდი სისულელე" - მოდრიჩი მასზე გავრცელებულ უკანასკნელ ინფორმაციას გამოეხმაურა



მინდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სალაპარაკო თემა, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის "ინტერში" შესაძლო გადასვლა იყო. ამაზე არაერთი ინფორმაცია დაიწერა და იტალიური პრესა იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ ტრანსფერის გაოფიციალურება უბრალოდ დროის საკითხი იყო. თუმცა, ყველაფერი ასე ცალსახად არ განვითარდა.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, "რეალი" ხორვატ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა და "ინტერს" ოფიციალურად, "ფიფაში" უჩივლა, რადგან იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელთან კონტაქტი მისი ამჟამინდელი კლუბის თანხმობის გარეშე დაამყარა.

ახლა კი, იტალიური La Gazzetta dello Sport ირწმუნება, რომ ის ლუკას დაუკავშირდა და მისგან პასუხი მიიღო, რომ ფეხბურთელი პირადად დაეკონტაქტა "ინტერს" და არა პირიქით. საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის, "ინსტაგრამის" საშუალებით თავად მოდრიჩამდეც მივიდა და ის მას საკმაოდ მკაცრი ფორმით გამოეხმაურა.

"ეს ისტორიაში ყველაზე დიდი სისულელეა." - დაწერა მოდრიჩმა ზემოთხსენებული "პოსტის" კომენტარში.

უკანასკნელი ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მის ამჟამინდელ კლუბთან, მადრიდის "რეალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები