Goal.Ge

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?


მოურინიო აღარ არის

2002-2010 წლებისა და 2010-2018 წლების ჟოზე მოურინიო - ორი სხვადასხვა სპეციალისტია. პირველი - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ტაქტიკური ინოვატორი, ფსიქოლოგი და საკუთარი იდეოლოგიის მქონე დამრიგებელი.

მეორე - ნაკლებად ეფექტური, ტაქტიკურად განუვითარებელი და ბევრი წარუმატებელი ნაბიჯით დოსიეში. დეტალურად ვისაუბროთ მოურინიოს დაღმასვლის მიზეზების შესახებ.

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

ჟოზეს დაცვითი ტაქტიკა სულაც არ ნიშნავდა ავტობუსის პარკირებას

მოურინიო და ავტობუსი - მითი, რომელიც ვირუსივით მოედო პორტუგალიელს. დღეს, ჟოზეს ნებისმიერ გამარჯვებას მატჩში, რომელშიც მისი გუნდი მე-2 ნომრად თამაშობს სწორედ პარკირებას აწერენ.

ჟოზე ადრეც ქადაგებდა დაცვით ფეხბურთს, უბრალოდ მაშინ მას სულ სხვანაირი ტაქტიკა ჰქონდა - აგრესიული დაცვა, მეტოქის პრესინგი საკუთარ ნახევარზე და რაც მთავარია არანაირი ავტობუსები.

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

მოურინიოს გუნდი საკუთარ ნახევარზე ანადგურებდა მეტოქეს და ანგარიშის შენარჩუნების მიზნით არ გადადიოდა შეტევაში. ცნობისთვის, პორტუგალიელი იყო პრემიერ ლიგის პირველი მწვრთნელი, რომელმაც ე.წ. "ღრმა დაცვა" გააკრიტიკა. ეს მოხდა 2005 წელს, "ტოტენჰემთან" ერთ-ერთი მატჩის შემდეგ.

"ამას არ ჰქვია ფეხბურთი. ერთია, როდესაც ეფექტურად იგერიებ მეტოქის შეტევებს და მეორეა, როდესაც უაზროდ უშვებ ბურთს აუტზე, სიმულირებ და დროს წელავ. ჩემს სამშობლოში მსგავს სათამაშო სტილს ავტობუსის დაყენებას ეძახიან,"

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

ჟოზემ თავის პრინციპებს პირველად მადრიდის "რეალში" გადაუხვია, მიზეზი - კრიშტიანუ რონალდუ. "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არასდროს ჩადიოდა დაცვაში თანაგუნდელების დასახმარებლად, რის გამოც მოურინიოს ყოველთვის ერთი კაცით ნაკლები ჰყავდა, მაშინ როდესაც საქმე თამაშის ჩაკეტვას ეხებოდა.

იმ დროინდელი "ბარსელონას" შეჩერება კი სხვა გზით შეუძლებელი იყო, პორტუგალიელმა ეს ჯერ კიდევ მილანის "ინტერიდან" იცოდა. აქედან დაიწყო ავტობუსები, ღრმა დაცვა და ბურთის მოშორებები, ანუ ყველაფერი ის, რის გამოც ჟოზე თავის დროზე "ტოტენჰემს" აკრიტიკებდა.

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

შეიძლება ითქვას, რომ მოურინიოს ფსიქოლოგიური პორტრეტი ესპანეთის დედაქალაქში შეიცვალა. პრინციპში ყველაზე მეტი წარუმატებელი მომენტი პორტუგალიელმა სწორედ "რეალში" გადაიტანა. საკმარისია გავიხსენოთ 0:5 "ბარსასთან" და რობერტ ლევანდოვსკის პოკერი "ბლანკოსის" კარში.

ადრე მოურინიოს ვარჯიშები ინოვაციად ითვლებოდა, ახლა - აღარ

"ჩელსის" წინასამატჩო შეკრებები იყო სრულიად ახალი სიტყვა სავარჯიშო ხელოვნებაში. ჟოზე ყოველთვის ამზადებდა გუნდს მხოლოდ ერთი კონკრეტული შემდეგი მატჩისთვის. შეიძლება ითქვას, რომ "არისტოკრატები" თითქმის ყოველდღე სწავლობდნენ მეტოქის შეჩერების ახალ მეთოდებს.

პარასკევი დღის ვარჯიში კი მთლიანად იყო მოახლოებული თამაშის იმიტაცია. მოურინიომ ეს ხერხი ლუი ვან გაალისგან გადმოიღო, რომელთანაც ის ერთ დროს "ბარსელონაში" მუშაობდა.

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

ყველაფერი შეიცვალა ისევ და ისევ მადრიდში. "რეალის" ფეხბურთელები ღიად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ჟოზეს სამწვრთნელო მეთოდების შესახებ. ესპანეთში თვლიდნენ, რომ "სამეფო კლუბს" არ ჰქონდა თავისი სათამაშო სტილი, მოურინიო კი ზედმეტად იყო დამოკიდებული მეტოქეზე.

შეიძლება ითქვას, რომ "რეალში" სულაც არ აღფრთოვანდნენ იმით, რის გამოც ჟოზეს "პორტოში", "ჩელსისა" და "ინტერში" "განსაკუთრებული" უწოდეს. ანალოგიური რამ "მანჩესტერ იუნაიტედშიც" ხდება - არანაირი ინოვაცია, პორტუგალიელი უბრალოდ დინებას მიჰყვება.

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო ტაქტიკოსი იყო

ჟოზე თითოეულ მატჩს განიხილავდა როგორც გეომეტრიულ ამოცანას. ის დეტალურად სწავლობდა მეტოქეს, რის შემდეგაც თავის ცოდნას უკვე შეგირდებს უზიარებდა, თითოეულს ინდივიდუალურად.

"მოურინიო გიჟივით მუშაობდა. მე-4 დივიზიონის ბინადრებზე პორტუგალიელი ზუსტად ისე აგროვებდა ინფორმაციას როგორც "მანჩესტერზე" ან "ლივერპულზე". ცნობისთვის, "რეალში" ზოგჯერ არც კი ვიცოდით თუ ვის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში," - კლოდ მაკელელე.

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

პორტუგალიელმა შემოიღო პრემიერ ლიგისთვის რევოლუციური 4-3-3 ტაქტიკა, ბანალური 4-4-2-ს ნაცვლად. ჟოზემდე ვინგერებს განიხილავდნენ როგორც ნახევარმცველებს, მოურინიოს გუნდში კი ვინგერი სრულფასოვანი თავდამსხმელი იყო.

რატომ შეიცვალა ჟოზე?

ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად მოურინიო უბრალოდ ჩაქრა. პორტუგალიელს ყოველთვის უყვარდა თავისი პროექტების ბოლომდე მიყვანა, თუმცა 2010 წლის შემდეგ ჟოზეს არსად მიეცა ამის გაკეთების შესაძლებლობა.

მოურინიოს შუა გზაზე მიატოვებინეს "რეალი" და "ჩელსი", მიზეზი - ჩემპიონთა ლიგის ვერ მოგება მოკლე დროში. დიახ, ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ყველას ახსოვს, რომ პორტუგალიელი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს "ინტერთან" ერთად მე-2 სეზონშივე დაეუფლა.

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

ეს მიღწევა აღმოჩნდა ჟოზეს ერთდროულად მანიფესტიც და წყევლაც. მოურინიოსგან ითხოვენ მომენტალურ შედეგს, ყოველი ჩაგდებული სეზონის შემდეგ კი პორტუგალიელის რეპუტაცია და რეიტინგი ეცემა.

დღეს, მსოფლიოს მთავარი ტაქტიკოსისა და ინოვატორის როლი მიითვისა ხოსეპ გვარდიოლამ. შეიძლება ითქვას, რომ პეპმა მოურინიოსგან გადმოიღო ყველაფერი საუკეთესო, შემდეგ კი თავისი საფირმო სტილის დეტალებით გააზავა, თავად ჟოზეს კი დაუტოვა მხოლოდ ავტობუსი და მუდმივი წუწუნი.

მოურინიო აღარ არის "განსაკუთრებული" - რა დაემართა პორტუგალიელ სპეციალისტს?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერებმა ქულები დაკარგეს, ბათუმი კვლავ პირველ ადგილზეა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში საკმაოდ საინტერესო და სენსაციური მატჩები გაიმართა.

დღეს, 03:31

მატჩების წინ: იდეალური დრო, რომ საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ვიხილოთ

5 და 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

დღეს, 02:42

"მეფე და პრინცი", - გრიზმანმა გოლი მესის სტილში აღნიშნა?

ანტუან გრიზმანმა „ბეტისის“ კარში გატანილი გოლი ლეო მესის სტილში აღნიშნა.

დღეს, 01:14

ბარსელონას 16 წლის დებიუტანტი

„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5-2 დაამარცხა და ამ მატჩში კიდევ ერთი რამ მოხდა აღსანიშნავი.

დღეს, 01:11

უხვგოლიანი მატჩი სერია ა-ს პირველ ტურში - რომამ და ჯენოამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

სერია ა-ს პირველ ტურში პაულო ფონსეკას „რომამ“ „ჯენოას“ უმასპინძლა.

დღეს, 01:04

გოლების წვიმა, გრიზმანის დუბლი - ბარსელონამ ბეტისი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ უმასპინძლა.

დღეს, 00:54

პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ტულუზა გაანადგურა - მბაპემ და კავანიმ ტრავმები მიიღეს [VIDEO]

ლიგა 1-ს მესამე ტურში „პსჟ-მ“ საკუთარ მოედანზე „ტულუზა“ გაანადგურა.

დღეს, 00:54

დე ბრუინმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

"ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრაში კევინ დე ბრუინმა უნიკალურ შედეგს მიაღწია.

გუშინ, 23:34

აგუეროს ფენომენალური მიღწევა ბორნმუთთან მატჩში

როგორც მოგეხსენებათ, "ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრაში სერხიო აგუერომ დუბლი გაიფორმა.

გუშინ, 23:24

მინიმალური ანგარიში და 9 ყვითელი ბარათი - ატლეტიკომ სტუმრად იმარჯვა [VIDEO]

მადრიდის "ატლეტიკო" ლა ლიგის მეორე ტურში გასვლაზე "ლეგანესს" დაუპირისპირდა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძლია.

გუშინ, 22:59

Marca: ვინისიუსმა ზიდანს იმედი გაუცრუა

Marca-მ მადრიდის "რეალის" თაობაზე საინტერესო სიახლე გაავრცელა.

გუშინ, 22:27

მილანმა სეზონი მარცხით დაიწყო [VIDEO]

"მილანმა" სერია ა-ს მიმდინარე სეზონი მარცხით დაიწყო.

გუშინ, 22:07

დონარუმას მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ბობანის განცხადება

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა:

გუშინ, 21:50

პსჟ-ს ბოლო შანსი

Calciomercato-ს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" პაულო დიბალას არ ეშვება.

გუშინ, 21:45

ტოტენჰემი შინ სენსაციურად ნიუკასლთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მესამე ტურმა მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა.

გუშინ, 21:26

ტაისონი: "კონორი ძალიან პატიოსანი ადამინია"

კრივის ცოცხალმა ლეგენდამ, სკანდალურმა მაიკ ტაისონმა კონორ მაკგრეგორი დაიცვა:

გუშინ, 20:22

მაკგრეგორი: "ხაბიბი მთელი პირველი რაუნდი გამირბოდა"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა გაიხსენა:

გუშინ, 20:08

პორიე: "ხაბიბს მოვკლავ"

UFC-ის მებრძოლმა დასტინ პორიემ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა:

გუშინ, 19:58

იკარდი ნაპოლიში? - ანჩელოტის კომენტარი

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მაურო იკარდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა:

გუშინ, 19:45

ითამაშებს თუ არა ნეიმარი ტულუზასთან? პსჟ-ს განაცხადი

"პარი სენ-ჟერმენმა" "ტულუზასთან" შეხვედრისთვის განაცხადი წარადგინა.

გუშინ, 19:24

როდის დაიხურება სანჩესის ტრანსფერი?

Daily Express-ის ცნობით, ალექსის სანჩესის მილანის "ინტერში" ტრანსფერის დახურვამდე ცოტა დრო რჩება.

გუშინ, 19:13

სიტიმ სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

პრემიერ ლიგის კვირა დღე "ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრით გაიხსნა.

გუშინ, 19:04

ტოტენჰემი დიბალას არ ეშვება

Calciomercato-ს ცნობით, პაულო დიბალასა და "ტოტენჰემის" ისტორია ჯერ არ დასრულებულა.

გუშინ, 18:44

ვერნერი ბაიერნში? გადაწყვეტილება მიღებულია

"ლაიფციგის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შესახებ სიახლეებია.

გუშინ, 18:35

ტოკიო 2019: რომელი ქართველი ძიუდოისტები იასპარეზებენ 26 აგვისტოს?

ტოკიოში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ქართველებიც ასპარეზობენ.

გუშინ, 17:13

ბარსელონა პსჟ-ს ორნაირი შემოთავაზებით მიმართავს

„ბარსელონა“ უახლოეს პერიოდში ნეიმარის შეძენას შეეცდება.

გუშინ, 16:01

პსჟ-მ ნეიმარის შემცვლელს მიაგნო - ბრაზილიელის წასვლა ახლოვდება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 15:55

პირველი მედალი, პირველი ოქრო! - ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია!

დღეს, ტოკიოში სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც 2 ქართველი გამოდიოდა.

გუშინ, 15:53

ვალვერდე: "ბილბაოსთან მატჩში გრიზმანმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, „ბეტისთან“ მატჩის წინ, გუნდის ახალწვეულ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

გუშინ, 15:49

ლივერპულმა შესაძლოა მომდევნო ზაფხულს სალაჰი გაყიდოს

„ლივერპული“ მზადაა, 2019/20-წლის სეზონის დასრულების შემდეგ, მოჰამედ სალაჰი გაყიდოს.

გუშინ, 15:46

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10