Goal.Ge

ეროვნული ლიგა - 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩები ძალიან დაბალშედეგიანი გამოვიდა. ჩატარებული 4 შეხვედრიდან, 3 უგოლოდ დასრულდა.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ ტურში გოლი გაიტანა, ბოლნისის "სიონი" იყო. მათ "კოლხეთი" 2:0 დაამარცხეს.

გასაკვირი არაა, რომ ტურის სიმბოლურ გუნდში "სიონიდან" ყველაზე მეტი, 4 ფეხბურთელი მოხვდა.

გთავაზობთ 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდს ჩვენი ვერსიით, სადაც "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" ფეხბურთელები არ არიან, რადგან ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირება გადაიდო.

ლუკა გუგეშაშვილი (დილა): "საბურთალოსთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე გუგეშაშვილი იყო. მან "დილა" გაშვებულ გოლს რამდენჯერმე გადაარჩინა და რთული ბურთები მოიგერია.

გიორგი ჯგერენაია (სამტრედია): სამტრედიელები "დინამოსთან" აუტსაიდერებად განიხილებოდნენ, თუმცა კარგი დაცვის ხარჯზე, მათ გოლი არ გაუშვეს. ერთ-ერთი გამორჩეული კი სწორედ ჯგერენაია იყო.

სანდრო გურეშიძე (სიონი): "სიონის" ცენტრალურმა მცველმა მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა, დაცვაში სტაბილურად იდგა და რამდენჯერმე, შეტევაშიც ჩაერთო.

ვარლამ კილასონია (რუსთავი): თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჩიხურასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კილასონია იყო. ის დაცვის ხაზში, ფაქტობრივად, შეუცდომლად თამაშობდა.

რაფაელ ჩუკურა (რუსთავი): გამორჩეული მატჩი ჰქონდა "რუსთავის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ჩუკურას. მარცხენა ფლანგზე ის ბოლომდე ბრძოლით გამოირჩეოდა და გუნდის შეტევებსაც იწყებდა.

გურამ მინდორაშვილი (სიონი): "კოლხეთთან" მატჩში, მარჯვენა ფლანგზე აქტიური იყო მინდორაშვილი. მეტწილად, "სიონის" მიერ გატანილი პირველი გოლი მისი დამსახურებაცაა.

ლუკა რაზმაძე (დილა): ნახევარდაცვის ხაზში კარგად გაისარჯა რაზმაძე, რომელიც შეტევებს კარგად შლიდა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო "დილას" რიგებში.

გიორგი პაპავა (რუსთავი): როგორც შეტევაში, ისე დაცვაში აქტიური იყო პაპავა, რომელიც ცდილობდა, თავისი გუნდის კონტრ-შეტევები დაეწყო.

გიორგი ახალაძე (სამტრედია): სამტრედიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ამჯერად, ახალაძემ ვერ გაიტანა, თუმცა "დინამოს" ნახევარმცველებსა და მცველებს პრობლემა ბევრჯერ შეუქმნა.

ალექსანდრე კოშკაძე (სიონი): პირველ ტაიმში კოშკაძემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა, თუმცა მეორე ტაიმში შეცვალეს.

დათო კირკიტაძე (სიონი): როგორც ჩანს, კირკიტაძემ თავისი გუნდი იპოვნა. კირკიტაძემ მორიგი გოლი გაიტანა და "სიონს" მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.

ეროვნული ლიგა - 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლეგენდარულ ალექს ფერგიუსონს მატჩის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

საფეხბურთო აგენტის, ჯუზეპე პალიარის სკანდალური აღიარება.

დღეს, 13:33

ვუდვორდი: "ოლეს ხედვა ჩვენს მიზნებს სრულიად შეესაბამება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერს თანადგომა გამოუცხადა.

დღეს, 13:25

როდის გაიმართება კლასიკო? ორი სავარაუდო თარიღი ცნობილია

ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩის გადადებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

დღეს, 13:20

პოჩეტინო: "ფეხბურთელებს სადილზე დაპაჟებით შესაძლოა დამშვიდობება სურდეთ"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის ფეხბურთელების მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა.

დღეს, 13:10

ნაპოლის პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ არ გაყიდა კულიბალი 105 მილიონად

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ახსნა, თუ რატომ არ მოისურვა კალიდუ კულიბალის 105 მილიონად გაყიდვა.

დღეს, 13:04

"ნოიერის გუნდის თამაშებს არ ვუყურებ", - მესიმ მანუს და ტერ შტეგენს ერთი დონის მეკარეები უწოდა

„ბარსელონას“ შემტევმა, ლეო მესიმ, ერთმანეთს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მანუელ ნოიერი შეადარა.

დღეს, 13:01

იუვენტუსმა ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ფედერიკო ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 11:48

დიბალას მომავალი გაირკვა - არგენტინელმა თანხმობა განაცხადა

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" პაულო დიბალას ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 11:41

მოლაპარაკებები დაიწყო - მატიჩი სერია ა-ში

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნემანია მატიჩი სერია ა-ში გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:33

მანჯუკიჩს მორიგი მსურველი გამოუჩნდა

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩს მორიგი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 11:27

ესპანიოლის ყოფილი მცველი მესის დებიუტს იხსენებს: "უბრალო, არაფრით გამორჩეული მოთამაშე"

"ესპანიოლის" ყოფილმა მცველმა, დავიდ გარსიამ, ლიონელ მესის დებიუტი გაიხსენა:

დღეს, 11:18

რაკიტიჩის წარმოუდგენელი სტატისტიკა ბარსაში

"ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი თავისი გუნდისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ეს უმეტესობას ჰგონია.

დღეს, 11:00

ნაპოლის პრეზიდენტი: "მერტენსსა და კალეხონს ჩინეთში ნაგავში ცხოვრება თუ უნდათ, ეს მათი პრობლემაა"

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, დრის მერტენსსა და ხოსე კალეხონზე ისაუბრა:

დღეს, 10:49

ვიდალმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 10:38

ნეიმარმა რონალდოს უპასუხა: "ჩემს თავს მხოლოდ მე თუ დავიცავ"

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ლეგენდარულმა რონალდომ, ნეიმარის ხშირი წაქცევების შესახებ ისაუბრა.

დღეს, 10:30

ზიდანისა და პოგბას შეხვედრა დუბაიში - ტრანსფერი ახლოვდება? [ფოტო]

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბას ტრავმის გამო სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

დღეს, 10:17

მამუკა გორგოძის ლელო ბარბაროსების რიგებში [VIDEO]

"ბარბაროსების" ერთადერთი ქართული ლელო.

დღეს, 03:08

თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი ევროლიგაში [VIDEO]

ევროლიგის მესამე ტურში ბასკონია ფენერბაჰჩეს სტუმრად დაუპირისპირდა და 87:80 წააგო.

დღეს, 02:48

ოფიციალურად: ელ კლასიკო გადაიდო

26 ოქტომბერს, ესპანეთს ჩემპიონატის გამორჩეული მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

დღეს, 02:40

პუიოლმა ერთმანეთს ვან დეიკი და მესი შეადარა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა კარლეს პუიოლმა ერთმანეთს ვირჯილ ვან დეიკი და ლეო მესი შეადარა.

დღეს, 02:37

პოჩეტინომ იანვრის სატრანსფერო გეგმები განიხილა

გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა "ტოტენჰემმა" ეს სეზონი ცუდად დაიწყო.

დღეს, 02:34

ინგლისური რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი ავსტრალიასთან [VIDEO]

შაბათს მსოფლიო თასის მეოთხედფინალური ეტაპი ინგლისისა და ავსტრალიის მატჩით გაიხსნება.

დღეს, 02:29

ჩელსის ფეხბურთელი: "ლამპარდმა ტრანსფერი დაბლოკა და გუნდიდან არ გამიშვა"

ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ბილი გილმორი ფრენკ ლამპარდზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:26

ვალვერდე: "ელ კლასიკო ბერნაბეუზე არ ჩატარდება!"

პოლიტიკური მიზეზების გამო, დიდია ალბათობა, რომ ელ კლასიკო გადაიდოს, ან ლოკაცია შეიცვალოს და კამპ ნოუს ნაცვლად სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდეს.

დღეს, 02:23

მანჩესტერის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

დღეს, 02:19

იაპონიის ნაკრების მორაგბე: "ჩვენს გუნდში ფული მთავარი არ არის"

იაპონიის ნაკრების ბურჯი კეიტა ინაგაკი ანაზღაურების ნაკლებობას არაფრად აგდებს, იმ პირობებშიც კი, როცა იაპონიის ნაკრები მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს, 02:16

ტოპ 8 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი მორაგბე

ბრიტანულმა გამოცემა ruck.co.uk-მა ტოპ 8 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი მორაგბის სია შეადგინა.

დღეს, 02:05

სანჩესი: "პოჩეტინო პრემიერ ლიგაში ბოლო წლების საუკეთესო მწვრთნელია"

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "უოტფორდი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:01

უეფამ ლივერპული და მანჩესტერ სიტი დასაჯა

ცოტა ხნის წინ დადასტურებული ინფორმაციით, უეფამ "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" დასაჯა.

დღეს, 01:57

პსჟ-ს ორი ლიდერი დაუბრუნდა

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართება საინტერესო მატჩი "პსჟ"-სა და "ნიცას" შორის.

დღეს, 01:53

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10