Goal.Ge

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი


რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას - ღირსეული შემცვლელის მოძებნა ფეხბურთელისთვის, რომელიც მატჩში საშუალოდ 7-ჯერ არტყამდა კარში. საუბარი კრიშტიანუ რონალდუზეა.

გასულ სეზონში პორტუგალიელი 90 წუთში დაახლოებით 1.02 გოლს იტანდა "სამეფო კლუბისთვის". ლეგენდარულმა შვიდიანმა მართლაც უნიკალური შედეგები დადო "ბლანკოსში", თუმცა არ ღირს ჩაციკლვა მხოლოდ რონალდუს ინდივიდუალურ ოსტატობაზე, ფაქტია, რომ წლების მანძილზე "რეალმა" ტაქტიკურად სრულფასოვნად ისწავლა კრიშტიანუს გამოყენება.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

4-3-3 და 4-2-3-1 "სამეფო კლუბის" სტანდარტული სქემაა, მაგრამ ზინედინ ზიდანი თავისი მწვრთნელობის ბოლო სეზონში აქტიურად მიმართავდა 4-4-2-საც. აღნიშნული განლაგებით პორტუგალიელი ცენტრ-ფორვარდის როლს ირგებდა და უნდა ითქვას, რომ კრიშტიანუ იდეალურად ასრულებდა თავის საქმეს.

ძველ სქემას ზიზუ უბრუნდებოდა მხოლოდ რონალდუს მოედანზე არ ყოფნის შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ პორტუგალიელი იყო "რეალის" ტაქტიკური ექსპერიმენტების მთავარი მიზეზი.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

ზიდანის კიდევ ერთი ინოვაცია ჩაწოდებებში მდგომარეობდა. ლა ლიგაში "ბლანკოსი" იყო რიგით მეორე გუნდი "ეიბარის" შემდეგ ყველაზე მეტი თავური დარტყმებით. ცხადია, მადრიდელები ადრეც თამაშობდნენ მეორე სართულზე, თუმცა ფრანგმა მწვრთნელმა ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწორედ კრიშტიანუს ფორვარდობას მოარგო.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

მესამე მომენტი - ტემპი. როდესაც რონალდუ მარცხნივ ირჯებოდა "რეალის" რიტმი ძალიან სწრაფი იყო, პორტუგალიელის ცენტრში გადაწევის შემდეგ კი ის შენელდა. ამავდროულად გაიზარდა ბურთის ფლობის მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ ასპექტში "სამეფო კლუბის" თამაშს ვერ ვუწოდებდით წარმატებულს. "ბლანკოსი" შორს იყო "ტიკი-ტაკასგან" ან რაიმე მაგვარისგან, მადრიდელთა ბურთის კონტროლი მდგომარეობდა მხოლოდ მოკლე გადაცემებში ფლანგზე და შემდეგ რონალდუსთვის ჩაწოდებებზე.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

შეიძლება ითქვას, რომ "რეალი" კრიშტიანუზე დამოკიდებული გახდა. პორტუგალიელი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მისი საშემოდგომო ჩავარდნის გამო "სამეფო კლუბი" ნაადრევად ჩამოშორდა ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ლა ლიგაში.

საერთო ჯამში რონალდუს წასვლა უდიდესი დანაკლისია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული გარემოება "ბლანკოსს" ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ლოპეტეგი უკვე მუშაობს კრიშტიანუს ჩანაცვლების საკითხზე, მაგრამ არა ტრანსფერებით, არამედ ტაქტიკურად. განვიხილოთ თუ ვის შეუძლია პორტუგალიელის ადგილის დაკავება დღევანდელ "რეალში".

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

ბეილი

საეჭვოა, რომ ხულენი ყველა ფსონს უელსელზე ჩამოდიოდეს, მაგრამ გარეტს უკვე დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ "სამეფო კლუბის" ლიდერობას. რეალურად ბეილი ხომ მართლაც რონალდუს შესაცვლელად იქნა ნაყიდი 2013 წელს.

ფლორენტინო პერესის საპრეზიდენტო კარიერაში უელსელის ტრანსფერი განსაკუთრებულია. თუ რონალდუს ყიდვით ესპანელმა ბიზნესმენმა "რეალის" გულშემატკივრების გული მოიგო, ბეილით ფლო საბოლოოდ გამეფდა სატრანსფერო ბაზარზე, როგორც თავის დროზე "გალაქტიკოსებით" 2000-იანების დასაწყისში.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

მარტივი ანალოგია - რონალდუ ფიგუა, ბეილი - ზიდანი. გარეტის განსაკუთრებულობას კიდევ ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ ჩაგდებული 2016-2017 წლის სეზონის შემდეგ, ის მაინც არ გაყიდეს. ტრავმატული ვარსკვლავი კლუბში დარჩა - "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკის შემხედვარე მართლაც უჩვეულოა.

ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიებია, მაგრამ რა ხდება მოედანზე? უელსელი ბრწყინვალედ დაბრუნდა ლაზარეთიდან. გასულ წელს ბეილმა 39 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ორი ბურთი გარეტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეაგდო.

ბეილის გოლები ლივერპულის კარში



ბრიტანელი ძალიან კარგად თამაშობს თავით, იგებს საჰაერო ორთაბრძოლების 52.4%-ს (რონალდუზე მეტს) და ამ ყველაფერთან ერთად ბეილი ჯერ კიდევ ფლობს სისწრაფესა და საგოლე ალღოს.

გარეტი - უნივერსალია. შეტევის მარცხენა და მარჯვენა ფლანგის შემდეგ უელსელმა ცენტრალური ზონაც წარმატებით აითვისა. ზიდანის ორ-ფორვარდიან ტაქტიკაში კრიშტიანუს ხშირ შემთხვევაში სწორედ ბეილი უწყვილდებოდა.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

ისკო

ლოპეტეგი ჯერ კიდევ ესპანეთის სხვადასხვა ახალგაზრდული ნაკრებებიდან იცნობს ალარკონს, "ფურია როხას" მთავარ გუნდში კი ხულენმა წამყვანი როლი მიაკუთვნა ფრანსისკოს. ცნობისთვის, ლოპეტეგის "რეალში" დანიშნვა ყველაზე მეტად სწორედ ისკოს გაუხარდა:

"ძალიან კარგი ამბავია. ხულენს ჩემი ეიმედებოდა მაშინაც კი როდესაც მადრიდში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. ის ბრწყინვალე მწვრთნელია,"

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

"სამეფო კლუბის" ამჟამინდელი შემადგენლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ისკო გახდეს ისეთივე მნიშვნელოვანი "ბლანკოსისთვის" როგორც ესპანეთისთვის. საზაფხულო ტურნეს მსვლელობისას ლოპეტეგის უკვე ჰქონდა თავისი შეგირდის "გალიდერების" მცდელობა.

არის იმის საშიშროებაც, რომ ისკო ვერ გაუმკლავდება ახალ ფუნქცია-მოვალეობებს. "რეალში" 26-წლის ფლეიმექერი არასდროს ითვლებოდა მთავარ იმედად ან მამოძრავებელ ძალად, ესპანელი უფრო იყო დიდი მექანიზმის ერთ-ერთი ნაწილი, მართალია ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც არა გადამწყვეტი.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

იმ შემთხვევაში თუ ისკო მართლაც ათამაშება ახლებურად, ეს იქნება ლოპეტეგის ინოვაცია მადრიდში. აღსანიშნავია, რომ ხულენი სხვა პოზიციაზეც ხედავს ალარკონს, კერძოდ კი შემტევი ნახევარმცველის ადგილას.

ცნობისთვის, "ჟირონასთან" მატჩში "რეალი" თამაშობდა 4-2-3-1 ტაქტიკით. სიღრმეში იყვნენ კროოსი და კაზემირო, ფლანგებზე ბეილი-ასენსიო, წინ ბენზემა, ფრანგი თავდამსხმელის უკან კი ისკო.

ჟირონა-რეალი 1:4



ერთი შეხედვით ესპანელმა ლუკა მოდრიჩის ადგილი დაიკავა, თუმცა რეალურად ფრანსისკო გაცილებით უფრო მაღლა იყო განლაგებული ვიდრე ჩვეულებისამებრ ხორვატი. იმ შემთხვევაში თუ ხულენი სწორედ გუშინდელ სქემას "დააკანონებს", მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ადგილი "ბლანკოსის" ძირითადში აღარ იქნება.

მოდრიჩი თითქმის მთელი თავისი კარიერის მანძილზე თამაშობს 3-ნახევარმცველიან ტაქტიკაში ყველაზე შემტევი შუახაზელის როლს. ლუკას არ შეუძლია სიღრმეში ჩაწევა როგორც კროოსს (ყოველ შემთხვევაში აქამდე არ ჰქონია ამის საჭიროება) და არც ისკოსავით ფუნქციონირება დამრტყმელი ფორვარდის უკან.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

ლოპეტეგის მიზანია ადგილის გამონახვა ორივე მათგანისთვის, რადგან ფაქტია, რომ დღევანდელ "რეალში" ისინი კონკურენტები არიან. ზიდანი ხშირ შემთხვევაში მოდრიჩს ირჩევდა, ვნახოთ რას გადაწყვეტს ზიზუს საქმის გამგრძელებელი.

ასენსიო

ყველაზე საეჭვო მოსაზრება. დიახ, მარკო უდავოდ ნიჭიერი და პერსპექტიულია, მაგრამ თვით რონალდუს შესაცვლელად ასენსიო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. იმ შემთხვევაში თუ ხულენი მაინც დააყენებს 22-წლის ესპანელს კრიშტიანუს ადგილას, "სამეფო კლუბი" კარდინალურად იცვლის სახეს.

მარკო არ არის ისეთი ინდივიდუალისტი როგორც პორტუგალიელი (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით), აქედან გამომდინარე "რეალი" გახდება უფრო გუნდური. "ბლანკოსის" შემადგენლობაში აღარ იქნება ერთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის საჯარიმოსა და მის შემოგარენში იბატონებს.

რონალდუს შემცვლელი, მოდრიჩი სკამზე და ისკოს ახალი როლი - ლოპეტეგის ტაქტიკური თავსატეხი

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისმის კითხვა - მზად არის ესპანელი იმისთვის, რომ გახდეს "ბლანკოსის" ძირითადის უცვლელი წევრი? დრო გვიჩენებს. ჯერჯერობით კი ფაქტია, რომ ბეილი, ბენზემა, მოდრიჩი, ისკო, ასენსიოდან რომელიღაც ერთი - სკამზე უნდა დარჩეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

დღეს, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ლევანდოვსკი კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

როგორც იცით, გუშინ გვიან ღამით "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" პრინციპული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 11:49

ვალვერდე: "გრიზმანი გუნდის თამაშში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 11:44

კარაგერი: "ერიქსენი რეალის და ბარსელონას დონის არ არის"

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, კრისტიანი ერიქსენი გააკრიტიკა.

დღეს, 11:32

საქმეში ბართომეუ ჩაერთო - ბარსელონა საფინალო შემოთავაზებას ამზადებს

კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 11:25

ვალვერდე: "როცა დავინახე, რომ ადურისი ჰაერში მაკრატელას დასატყამად ახტა..."

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ბილბაოსთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 04:26

სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10