აბურჯანიას მძიმე ტრავმა: ქართველმა კოჭის მყესები გაიწყვიტა

საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ მძიმე ტრავმა მიიღო.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, პორტუგალიური ჟილ ვისენტეს შუახაზელმა ამხანაგურ მატჩში კოჭის მყესები გაიწყვიტა. დაბრუნების სავარაუდო პერიოდი 4 კვირაა.
გიორგი აბურჯანია ჟილ ვისენტეს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა პორტუგალიური გუნდის მაისურით ჯერჯერობით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს ნაკრები სექტემბერში 2 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. 2 სექტემბერს კოსოვოს, ხოლო 5 სექტემბერს ესპანეთის წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა აბურჯანია სექტემბერში ეროვნული გუნდის დახმარებას.