ავტორიზაცია

ადამა ტრაორე არველაძესთან ჰალ სიტიში ითამაშებს

ადამა ტრაორე არველაძესთან ჰალ სიტიში ითამაშებს
თარიღი 01 სექ 2022, 18:49

მალის ნაკრების 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ადამა ტრაორე შოთა არველაძის "ჰალ სიტიში" ითამაშებს.

ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს და წერს, რომ ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

აფრიკელი შემტევი ბოლოს თურქეთის სუპერ ლიგის "ჰატაისპორში" თამაშობდა და საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ ტრაორე "ჰალ სიტის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს: "ლილის", "მონაკოს", "რიუ ავეს", "სერკლ ბრიუგეს" და "მეცის" მაისურს ირგებდა.