ავტორიზაცია

ადილ რამი: "რონალდუც მომწონს, მაგრამ როცა მესი ბურთით გიახლოვდება, მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობ - უფალო შემიწყალე"

ადილ რამი: "რონალდუც მომწონს, მაგრამ როცა მესი ბურთით გიახლოვდება, მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობ - უფალო შემიწყალე"
თარიღი 18 ოქტ 2023, 23:29
ადილ რამიმ ლეო მესის წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა.

„გავიმეორებ, მესიც მომწონს, რონალდუც მომწონს, მაგრამ მათი შედარება არ შეიძლება. „ბარსას“ წინააღმდეგ თამაშისას, ჩვენ, ყველა, როგორც ერთიანი ჯარი, მესის წინააღმდეგ თამაშზე ვიყავით ორიენტირებულები და მაინც ვაგებდით. მე ინიესტას, ბუსკეტსს, ხავის ვაკვირდებოდი, ისინი პოზიციებს იცვლიდნენ და არ ვიღლებოდი. მაგრამ როგორც კი მესი იღებდა ბურთს, თვალის გუგები მიფართოვდებოდა. იმ მომენტში იწყებ ფიქრს: „უფალო, შემიწყალე“.

რეალურად, ამის სწორად გასააზრებლად ეს საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო. როცა ის ბურთით ფეხებში გიახლოვდება, პანიკა თავისით გეწყება. შენ ყოველთვის გინდა იყო ის ბიჭი, რომელიც მესის ბურთს წაართმევს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ის არ არის უბრალო ადამიანი ან უბრალო ფეხბურთელი.

ყოველთვის, როცა ჩვენ ხაზებს შორის მანძილის შემცირებას ვცდილობდით, ის ამ წყეულ გამჭოლ პასს აკეთებდა.“, - აღნიშნა „ვალენსიას“, „სევილიას“ და საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა.