აიაქსის მწვრთნელი მიქაუტაძეზე: "მას 10 ნომრის პოზიციაზე ხაზებს შორის უნდა ემოძრავა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა"
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტსხიპმა "ალმერე.სიტისთან" (2:2) მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.
ნიდერლანდელის თქმით, გიორგი მიქაუტაძემ 10 ნომრის პოზიციაზე მისი მოლოდინი ვერ გაამართლა.
"ვარჯიშებზე უკეთესი იყო. მას 10 ნომრის პოზიციაზე ხაზებს შორის უნდა ემოძრავა, მაგრამ ამისგან ბევრი არაფერი გამოვიდა. საბოლოო ჯამში, თავისი თამაშით დღეს ძალიან უკმაყოფილო იყო“, - თქვა ვან ტსხიპმა.
ამსტერდამის "აიაქსი" ერედივიზიონში 12 ქულით მე-12 ადგილზეა.