აკაკი გოგია გერმანიის ჩემპიონატში ბრუნდება

ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოში" ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით გოგიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ამჟამად, დრეზდენული კლუბი გერმანიის მე-3 ლიგაში გამოდის. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ამ კლუბის მაისურს გურამ გიორბელიძე ირგებდა.
ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 30 წლის ნახევარმცველი "ციურიხის" მაისურს ირგებდა და წინა სეზონში შვეიცარიის ჩემპიონიც გახდა.