ავტორიზაცია

ალ-იტიჰადი ტერ შტეგენის ტრანსფერით ინტერესდება

ალ-იტიჰადი ტერ შტეგენის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 25 თებ 2024, 16:12
"ბარსელონას" გერმანელმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა შესაძლოა კარიერა "ალ-იტიჰადში" გააგრძელოს, ამის შესახებ Relevo იტყობინება. 

წყაროს ცნობით, არაბულმა კლუბმა ფეხბურთელზე შეთავაზება უკვე გააკეთა. 

მიმდინარე სეზონში 31 წლის მეკარემ "ბარსელონას" შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაუშვა. 

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.